Tuesday, October 15, 2013

პროფესია

სასწავლო პროექტის მნიშვნელობა–აქტუალობა

მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მომავალი საქმიანობა.გარკვეული ნაწილი დამამთავრებელ კლასში იღებს გადაწყვეტილებას, ზოგი ბავშვობიდანვე არჩეულ იდეას მიყვება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში საკუთარი სურვილების გამოკვეთას.

სასწავლო პროექტის მიზნები:
  • მოსწავლეები გაეცნონ მათთვის სასურველ პროფესიას;
  • გააცნობიერონ პირადი შესაძლებლობები;
  • გაეცნონ ამა თუ იმ პროფესიისთვის საჭირო უნარ–ჩვევებს;
  • ხელი შეუწყოს მომავალი პროფესიის არჩევაში.   
სასწავლო პროექტის ამოცანები: 
  • მოსწავლეებმა მოიძიონ  მათთვის საინტერესო პროფესიის ადამიანები(ინტერნეტით ან პირადად);
  • აიღონ ინტერვიუ;
  • შეისწავლონ არჩეულ პიროვნებათა ბიოგრაფიები;
  • მოსწავლეებმა შესრულებული სამუშაო წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით;
  • მოსწავლეებმა მოაწყონ პოსტერების გამოფენა;
სასწავლო პროექტის შესაბამისობა ეროვნული გეგმის სტანდარტთან.



კვლ.X.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
           

ბიოლ. X.9.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელობა  ორგანიზმისათვის.

ბიოლ.X.10.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს    მაკოორდინირებელი სისტემების მნიშვნელობა ორგანიზმისათვის.

ბიოლ.X.11.მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს გამომყოფი სისტემის მნიშვნელობა შინაგანი გარემოს მუდმივობის  შენარჩუნებისათვის (ჰომეოსტაზი).

 ბიოლ.X.12.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს   სხვადასხვა გარემოში მობინადრე    ორგანიზმების მოძრაობის თავისებურებებზე.   

პროექტში მონაწილეთა ასაკი         –15–16წწ.

პროექტის ხანგრძლივობა         –ერთი თვე(1/05–1/062013)

პროექტის შედეგები; 
  • მოსწავლეები    გაეცვნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, პროფესიას;
  • იმსჯელეს პროფესიის სირთულეებზე, მათ ცხოვრებისეულ საჭიროებებზე, საქმიანობისთვის აუცილებელ უნარ–ჩვევებზე;
  • განუმტკიცდათ საკომუნიკაციო და პრეზენტაციისთვის საჭირო უნარები;
  • მოაწყვეს პოსტერების გამოფენა;
  • გადასინჯეს ადრეული ინტერესები და დაფიქრდნენ პროფესიის არჩევანზე.
პროექტის მსვლელობა


  • მოსწავლეებისთვის საპროექტო წინადადებების გავნობა;
  • მოსწავლეთა მიერ საპროექტო წინადადების არჩევა;
  • სამუშაო გეგმის გავნობა;
მოსწავლეებმა იმუშავეს შემდეგი კითხვარის მიხედვით(კითხვარი შეადგინეს ჯგუფურად):
1.არჩეული პროფესია
;2.პიროვნება;
3.როგორ გააკეთა არჩევანი;
4.გონებრივი სამუშაოს წილი;
5.ფიზიკური სამუშაოს წილი;
6.რა უნარებს მოითხოვს ეს პროფესია;
7.რას ავითარებს;
8.რა პროფესიული დაავადებები შეიძლება ახლდეს;
9.რამდენად შემოქმედებითია ეს პროფესია;
10.რამდენად შემოქმედებითია ეს პროფესია;
11.რამდენად შემოქმედებითია ეს პიროვნება;
12.შეცვლილი აქვს თუ არა პროფესია;
13.საშუალება რომ ჰქონდეს, აირჩევს თუ არა სხვა პროფესიას.
  • სამუშაოს პოსტერებზე დატანა;
  • პრეზენტაცია;
  • პოსტერებისგამოფენა.
რესურსები :
  • ადამიანური რესურსი;
  • ისტ–ი;
  • საკანცელარიო მასალა